ფეხბურთი

12:24 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრის რეკორდი სერია A-ში

ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა.

ალეგრი სერია A-ს ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელიც 1000-ქულიან ზღვარს გადასცდა. ამ შედეგს მან ბოლო ტურში „ფროზინონესთან“ მოგების (3:2) შემდეგ უწია. მაქსს სამწვრთნელო კარიერაში იტალიის რანგით მთავარ ლიგაში 1002 ქულა აქვს მოპოვებული. არც ერთ სხვა მწვრთნელს სერია A-ში 1000-ზე მეტი ქულა არ მოუპოვებია.

ალეგრი სერია A-ში სხვადასხვა წლებში „კალიარის“, „მილანის“ და „იუვენტუსის“ თავკაცი იყო. ამ გუნდებთან ერთად მან იტალიის ჩემპიონატში 301 თამაში მოიგო, 99-ჯერ ფრეს დასჯერდა და 96-ჯერ მარცხი განიცადა. ალეგრიმ, როგორც მწვრთნელმა 6-ჯერ მოიგო სკუდეტო და ამ შედეგით მხოლოდ ჯოვანი ტრაპატონის ჩამორჩება (7).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115075