საქართველოს ქალთა ნაკრებმა თბილისში ამხანაგური მატჩი ჩრდილოთ მაკედონიასთან ჩაატარა.
ირის ანტმანის გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის მერე ქართველმა გოგონებმა მეორე ნახევარში დიდი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ სტუმრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ანგარიში მაიკო ბებიამ გახსნა, ხოლო შემდეგ ანა ჩემინავამ დუბლი შეასრულა და ანტმანის გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები 28 თებერვალს ამხანაგურ მატჩს კიდევ ერთხელ ჩაატარებენ.