ფეხბურთი

11:33 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" გერმანული ფეხბურთის რეკორდი დაამყარა

ლევერკუზენის „ბაიერი“ საოცარ სეზონს ატარებს და რეკორდიც დაამყარა. ჩაბი ალონსოს გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ზედიზედ 33 მატჩი ჩაატარა წაუგებლად, რაც გერმანული ფეხბურთისთვის რეკორდია.

„ლევერკუზენმა“ 2019-2020 წლების სეზონში „ბაიერნის“ მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. „ფარმაცევტებმა“ 33 მატჩიდან 29 მოიგეს და მხოლოდ 4-ჯერ ფრეს დასჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენი“ ბუნდესლიგას 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, პარალელურად კი ევროპა ლიგასა და გერმანიის თასზეც ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072145