კალათბურთი

23:29 | 23.02.2024 | ნანახია NaN - ჯერ

მარცხი დანიასთან და კოშმარული სტარტი ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კატასტროფული სტარტი აიღო, შესაბამისად, ალეკსანდარ ჯიკიჩსაც კოშმარული დებიუტი ჰქონდა.

ქართველი კალათბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპზე მთავარ კონკურენტ დანიის ნაკრებთან სტუმრად დამარცხდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიელებს მთავარი ვარსკვლავი შილდსი აკლდათ.

საქართველომ თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 23:12 მოიგო. თითქოს, თამაში ასე უნდა გაგრძელებულიყო, დანია ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და ვერც ვერაფერს აჩვენებდა. თუმცა, ეს ერთადერთი პერიოდი გამოდგა, რომელიც საქართველომ არ წააგო.

მეორე მეოთხედში დანიელებმა ორი ქულით იმძლავრეს, ხოლო მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს შანსი უბრალოდ არ მისცეს. მესამე და მეოთხე პერიოდი კოშმარული გამოდგა - 16:22, 16:25.

საბოლოოდ, დანიამ, რომელიც რეიტინგში 58-ე ადგილზეა, 75:69 მოიგო. ამ წაგებით საქართველოს ნაკრებმა ძალიან გაირთულა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გზა.

დებიუტი ჰქონდა ახალ ლეგიონერს, ჯო ტომასონს, რომელმაც ვერ ვიტყვით, რომ იდეალური შთაბეჭდილება დატოვა. ყველაზე კარგი დებიუტი გიორგი ოჩხიკიძეს გამოუვიდა, რომელმაც 11 ქულა ჩააგდო.

საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო 26 წუთში დაგროვილი 27 ქულით, 6 მოხსნით და 3 პასით. ტომასონს სადებიუტო მატჩში 16 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. მან 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. მხოლოდ 4 ქულა შესძინა გუნდს გიორგი შერმადინმა, ხოლო გიორგი ცინცაძე ბოლოსწინა სანაკრებო შეხვედრაში 7 ქულით, 3 მოხსნით და 4 პასით გამოირჩა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 თებერვალს, თბილისში, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

დანია - საქართველო 75:69 (12:23, 16:14, 22:16, 25:16)

სტატისტიკა სრულად...


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:04 | 22.02.2021
გუსანი (746)

ჩვენს ბევრ მოთამაშეს დაბალი საკალათბურთო IQ აქვთ,ბევრ მომენტში გამოჩნდა, თუ გინდ 5 წმ-ანში დაკარგვას,, რა უბედურებაა...არ ველოდი ბექას და დუდას ასეთ სწორხაზოვან თამაშს ბევრი უაზრო დაკარგვით, და დაფარებებით... ამ კონტიგენტით შორს ვერ წავალთ, სერბეთთან გასაგებია, მაგრამ ფინეთთან ასე უშანოდ რომ მარცხდები თავისი შეფასება აქვს, ის რომ მე 3 ში ამოქაჩეს კარგია მაგრამ მერე რომ ვერ გააგრძელეს მწირ შესაძლებლობაზე მიანიშნებს, სამწუხაროდ ბურჯანაძეს და სანაძის არაფერი აქვთ მომატებული... გუნდს ვერ ქაჩავენ, ერთადერთი შევსებაზე თუ გამოადგებიან ნაკრებს, ამ თამაშებმა აჩვენა რომ ძლიერი გამთამაშებელი/მსროლელის გარეშე ნაკრებს შანსი არ ექნება ევროპაზე.

21:45 | 21.02.2021
თენგაბი (950)

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მექულე, ახალგაზრდა და პერსპექტიული გამთამაშებელი, ბულაშვილი, ნაკრებში არ გამოიძახეს. ბიჭი საშუალოდ თამაშში ოც ქულაზე მეტს აგდებს, ამ მაჩვენებლით ლეგიონერებზე წინ დგას. მისი აქტივი ამ თამაშში ათი-თხუთმეტი ქულა იქნებოდა და შეიძლება წაგებას გადავრჩენილიყავით. ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ასეთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება, წაგება შეიძლება გავარდნად დაგიჯდეს. დააბრუნეთ ბულაშვილი ნაკრებში და სათამაშო დრო მიეცით. რატომ უნდა ეწირებოდეს ქვეყნის ინტერესები ვიღაც იდიოტის ახირებებს.

0.088861