რაგბი

19:18 | 23.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან მატჩამდე 4 მორაგბე დაემატა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რუმინეთთან მატჩისთვის მზადების პროცესში ოთხი მორაგბე შეუერთდა.

რიჩარდ კოკერილმა გუნდში ვასილ ლობჟანიძე, ნიკოლოზ სუთიძე, ლუკა ჯაფარიძე და დემურ ეფრემიძე გამოიძახა.

„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ნახევარფინალში 2 მარტს, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებენ რუმინეთის ნაკრებს და გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113814