სხვა

0:30 | 23.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" - "სევილიას" მატჩს ილია თოფურია დაიწყებს

UFC-ს პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ილია თოფურია ლა ლიგის უახლოეს ტურში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალისა“ და „სევილიას“ მატჩს გახსნის, ხოლო მოგებულ ქამარს ადგილობრივ პუბლიკას წარუდგენს.

სიმბოლურად სწორედ ის შეიყვანს ბურთს თამაშში. ინფორმაციას Marca ავრცელებს. ცნობილია, რომ ილია მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია და სურს, რომ ერთი ბრძოლა „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე ჩაატაროს.

„არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ყველაზე მეტად ესპანურ ღირებულებებს მადრიდის „რეალი“ წარმოადგენს. ამიტომაც, მიყვარს ეს კლუბი. დიახ, "ვალენსიას" "რეალი" მირჩევნია. კვირას პირველად შევხვდები ფლორენტინო პერესს და ძალიან აღელვებული ვარ. ბრძოლის დამთავრების შემდეგ დამიკავშირდა და ტიტულის მოგება მომილოცა“, - თქვა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია საქართველოსა და ესპანეთის სახელით გამოდის. მან ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063043