ფეხბურთი

11:20 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ უნიკალური მიღწევა დაამყარა ევროპის ტოპ 5 ლიგაში

„ლივერპული“ პირველი გუნდია ევროპის ტოპ ხუთეულში ამ სეზონში, რომლის ხუთმა მოთამაშემ ათი ან მეტი გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე - წერს სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალი Opta Sport.

წყაროს ცნობით, ლუის დიასი, რომელმაც წუხელ პრემიერლიგის 26-ე ტურის „ლუთონთან“ მატჩში გამიჩინა თავი, „ლივერპულის“ მეხუთე მოთამაშე გახდა, რომელმაც ამ სეზონში 10 გოლის ნიშნულს მიაღწია. დიასამდე ეს მოჰამედ სალაჰმა (19 გოლი), დიოგო ჟოტამ (14), დარვინ ნუნიესმა (13) და კოდი გაკპომ (11) მოახერხეს.

ამ დროისთვის, პრემიერლიგის 26 მატჩის შემდეგ, „ლივერპული“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, 60 ქულით. მერსისაიდელები ოთხი ქულით უსწრებენ „მანჩესტერ სიტის,“ რომელსაც ერთი თამაშთ ნაკლები აქვს გამართული.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112049