ჭადრაკი

10:36 | 19.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში ლელა ჯავახიშვილმა მოიგო

ქალთა 81-ე საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში ლელა ჯავახიშვილის გამარჯვებით დასრულდა. მან ეროვნული ჩემპიონატის დასკვნით ტურში ნია დონღვანი დაამარცხა და ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტული დამაჯერებლად მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლელამ მეხუთედ გაიმარჯვა საქართველოს ჩემპიონატში, 2001, 2007,2014 და 2016 წლებში ის უკვე გახლდათ ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკე.

ნინო ბაციშვილმა შავი ფიგურებით ყაიმით დაასრულა შეხვედრა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. მერი არაბიძემ კი ფინალურ ტურში კესარია მგელაძეს მოუგო და მესამე საპრიზო ადგილი დაისაკუთრა.

საქართველოს ჩემპიონატში დაწესებული იყო საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი - 30 000 ლარის ოდენობით, რომელიც შემდეგნაირად განაწილდა:

I ადგილი - 10000 ლარი;

II - 7500 ლარი;

III - 5000 ლარი

IV- 3000 ლარი;

V-2000 ლარი;

VI - 1200 ლარი

VII- 800 ლარი;

VIII - 500 ლარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112758