ფეხბურთი

12:53 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლოთარ მათეუსი: „ეჭვი არ მეპარება, რომ „ბაიერი“ ჩემპიონი გახდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა გამოთქვა რწმენა, რომ ლევერკუზენის „ბაიერი“ ამ სეზონში ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდება.

„ეჭვი არ მეპარება, რომ „ბაიერი" ჩემპიონი გახდება, თუ ასე გააგრძელებს თამაშს. ისინი ერთად გაიზარდნენ და ჰყავთ ლიდერი ჩაბი ალონსო, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. „ლევერკუზენი“ ტიტულის მოპოვების აშკარა ფავორიტია. თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. „ბაიერნი“ კი არადამაჯერებლად თამაშობს.

რა თქმა უნდა, თომას ტუხელი დარწმუნებული იყო იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც თამაშამდე მიიღო. მაგრამ ამან არ იმუშავა“, - ციტირებს მათაუსის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ შაბათს ბუნდესლიგის 21-ე ტურში „ბაიერნმა“ „ლევერკუზენთან“ სტუმრად 0:3 წააგო და ლიდერს უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112674