პრემიერლიგის 24-ე ტურის შაბათის სათამაშო დღეს ლიდერი არ შეუცვლია. „ლივერპული“ ისევ ორი ქულით უსწრებს „სიტის,“ თუმცა „ქალაქელებმა“ ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარეს.
„სიტიმ“ „ევერტონი“ უპრობლემოდ დაამარცხა. მთელი თამაშის განმავლობაში პეპ გვარდიოლას შეგირდები აკონტროლებდნენ ბურთს, სტუმრები კი მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ტრავმამოშუშებულ ერლინგ ჰოლანდს ვერაფერი მოუხერხეს. ნორვეგიელმა ორჯერ გაუტანა სტუმრებს და 16 გოლით ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურდა. „სიტიმ“ 2:0 გაიმარჯვა.
„ლივერპულს“ დასაწყისში გაუჭირდა ვენსან კომპანის „ბარნლისთან.“ ყოველ შემთხვევაში, პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. დიოგო ჟოტას გოლს დარა ო’შიმ უპასუხა.
შესვენების შემდეგ კი „წითლებმა“ გაილაღეს, ორი ბურთი ხომ გაიტანეს (დარვინ ნუნიესი, ლუის დიასი) დი კიდევ რამდენიმე ნაღდი მომენტი გააცუდეს. საბოლოოდ - 3:1.
ინგლისი. პრემიერლიგა. 24-ე ტური. 10 თებერვალი: მანჩესტერ სიტი - ევერტონი 2:0, ლივერპული - ბარნლი 3:1, ფულემი - ბორნმუთი 3:1, ტოტენჰემი - ბრაიტონი 2:1, ლუთონი - შეფილდ იუნაიტედი 1:3, ვულვერჰემპტონი - ბრენტფორდი 0:2, ნოტინგემ ფორესტი - ნიუკასლი მოგვიანებით გაიმართება