ჭადრაკი

18:46 | 8.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული

დაძაბულად ჩაიარა საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დასკვნითმა ტურმა.

თეთრი ფიგურებით მოთამაშე ბაადურ ჯობავამ ისარგებლა მეტოქის უხეში შეცდომით და მინიატურის სტილში დაამარცხა ლუკა პაიჭაძე.

აღსანიშნავია, რომ ჯობავამ მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული! ის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა: 2003, 2007 და 2012 წლებში.

ფინალური ტურის წინ მეორე საპრიზო ადგილზე მყოფმა, თეთრი ფერის ფიგურებით მოსაპარეზე, გიგა ყუფარაძემ დაძაბულ ბრძოლაში განიცადა მარცხი ნიკოლოზ კაჭარავასთან და ადგილიც დაუთმო.

2022 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ , ნიკოლოზ კაჭარავასთვის საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი სპორტული კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგია.

მესამე ადგილზე გავიდა, ჩემპიონატის ყველაზე გამოცდილი მონაწილე, საქართველოს ოთხგზის (2001;2002;2018;2023) ჩემპიონი ვაჟთა შორის მიხეილ მჭედლიშვილი.

სამივე მათგანმა ევროპის 2024 წლის ვაჟთა ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა, რომელიც შემდეგნაირად განაწილდა:

I - 10000 ლარი

II -7500 ლარი

III - 5000 ლარი

IV - 3000 ლარი

V - 2000 ლარი

VI - 1200 ლარი

VII - 800 ლარი

VIII - 500 ლარი

მეცხრე ტურის შედეგები:

გიგა ყუფარაძე (2491) 0:1 ნიკოლოზ კაჭარავა (2523)

ლევან ფანცულაია (2561) ½:½ თორნიკე სანიკიძე (2449)

მერაბ გაგუნაშვილი (2562) 1:0 ნიკოლოზ ცომაია (2231)

ლუკა კილაძე (2179) ½:½ მიხეილ მჭედლიშვილი (2569)

ბაადურ ჯობავა (2591) 1:0 ლუკა პაიჭაძე (2503)

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი - ბაადურ ჯობავა - 7 ქულა;

II ადგილი - ნიკოლოზ კაჭარავა - 5,5 ქულა;

III ადგილი - მიხეილ მჭედლიშვილი - 5,5 ქულა;

IV ადგილი - გიგა ყუფარაძე - 5 ქულა;

V ადგილი - მერაბ გაგუნაშვილი - 5 ქულა;

VI ადგილი - ლუკა პაიჭაძე - 5 ქულა;

VII ადგილი- თორნიკე სანიკიძე - 4 ქულა;

VIII ადგილი -ნიკოლოზ ცომაია - 3 ქულა;

IX ადგილი-ლევან ფანცულაია - 3 ქულა;

X ადგილი - ლუკა კილაძე - 2 ქულა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118522