ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი კარიერას „ქოჯაელისპორში“ გააგრძელებს. ინფორმაცია თურქული კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ხარაიშვილმა ბოლო სეზონი იჯარით „დინამო თბილისში“ გაატარა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი მანამდე „ფერენცვაროშში“, „გიოტებორგსა“ და „საბურთალოში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 6 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.
„ქოჯაელისპორი“ თურქეთის პირველ დივიზიონში თამაშობს და სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ამ გუნდის ღირსებას გიორგი ბერიძეც იცავს.