ფეხბურთი

10:28 | 6.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2026: მეხიკოში დაიწყება, ფინალს ნიუ იორკი უმასპინძლებს

ფიფამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჩატარების თარიღები დაადგინა. დამდეგი მუნდიალი 2026 წლის 11 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალი 19 ივლისს გაიმართება.

გაირკვა, რომ ფინალურ მატჩს ქალაქ ნიუ იორკის სტადიონი უმასპინძლებს. მესამე ადგილისთვის შეხვედრა 18 ივლისს მაიამიში შედგება.

მუნდიალის გახსნით მატჩს 11 ივნისს, მეხიკოს „აცტეკა“ უმასპინძლებს. ამერიკაში პირველი მატჩი 12 ივნისს, ლოს ანჯელესში ჩატარდება, ხოლო კანადაში იმავე დღეს, პირველ თამაშს ტორონტო უმასპინძლებს.

ერთი ნახევარფინალი 14 ივლისს დალასში, ხოლო მეორე 15 ივლისს, ატლანტაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ეს იქნება ისტორიაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

0.120469