კალათბურთი

1:45 | 3.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია 8 ქულით დაბრუნდა, "ვირტუსმა" "პარტიზანი" დაამარცხა

ევროლიგის 25-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ ბელგრადის „პარტიზანი“ დაძაბულ ბრძოლაში 88:84 დაამარცხა.

თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა თორნიკე შენგელია, რომელიც გამოჯანმრთელდა. ქართველმა კალათბურთელმა 22 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.

„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 16 მოგებით და 9 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 თებერვალს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114934