ფეხბურთი

20:40 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდი" გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის

„უოტფორდი“ გიორგი ჩაკვეტაძეს გამოისყიდის. ბრიტანელი ჟურნალისტი რაიან ტეილორი იტყობინება, რომ ინგლისურ კლუბში გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

ამრიგად, ის ბელგიური „გენტიდან“ „უოტფორდს“ სრულფასოვანი კონტრაქტით შეუერთდება.

მიმდინარე სეზონს გიორგი ინგლისში იჯარით ატარებს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 შეხვედრაში თავი ერთი გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. ბოლო პერიოდში ჩაკვე მუდმივად ხვდება „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში და როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობას თავი საბოლოოდ მოაწონა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109288