კალათბურთი

10:48 | 30.01.2024 | ნანახია 562 - ჯერ

ვილი ისიანი თსუ-ს კალათბურთელია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კანდიდატი, ვილი ისიანი, კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 26 წლის მძიმე ფორვარდი ქართული სუპერლიგის ლიდერის თსუ-ს მოთამაშე გახდა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს 15 წლის ისიანმა 127 ქულიანი აბსოლუტური რეკორდი მოხსნა საქართველოს და ევროპის მასშტაბით.

„თსუ-მ წინა ხაზში სოლიდური შევსება მიიღო ჩვენს გუნდში კარიერას გააგრძელებს წარსულში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი და ეროვნული გუნდის კანდიდატი, ვილი ისიანი უნივერსალური კალათბურთელი თსუ-ში ესპანური „ხუვენტუდ ალკარადან“ გადმოვიდა.

ისიანს უთამაშია ამერიკის სტუდენტური ლიგის პირველი დივიზიონის გუნდ „დეტროიტ მერსიში,“ სადაც 3 სეზონის მანძილზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ისიანი თსუ-სთან ერთად ვარჯიშობს და მისი დებიუტი სავარაუდოდ უახლოეს მატჩში შედგება.“ - წერია თსუ-ს ოფიციალურ განცხადებაში.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:01 | 01.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ეს ვერ მივხვდი

07:00 | 01.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ერთ თამაშში ჩააგდო ამდენი

07:00 | 01.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ვერ გავიგე

13:31 | 01.02.2024
qomagi (1575)

მარადმწვანე კანდიდატი დარჩება კიდევ, აბა ნაკრებში არ ეძახიან. ნახონ მაინც ამხანაგურში, რა შეუძლია. მაგაზე უკეთესი ბევრი გვყავს ვითომ? გასაგებია, რომ თოკო-სანდრო გვყვავს ამ პოზიციაზე მაგრამ დასვენება ხომ უნდა მათაც.

0.117488