ინგლისის ასოციაციის თასის 1/16-ფინალში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და დაუზავდა.
ვალერიან ისმაილის გუნდი მეხუთე წუთზე მათეუშ მარტინშის გოლით დაწინაურდა და თითქმის მთელი თამაში იგებდა, შესაბამისად, ახლოს იყო მერვედფინალთან, მაგრამ 89-ე წუთზე გაუშვა და ფრე - 1:1.
გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანი კი 86-ე წუთზე დატოვა.
„უოტფორდს“ მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლა „საუთჰემპტონთან“ საპასუხო მატჩში სტუმრად მოუწევს, რადგან ასოციაციის თასზე ფრის შემთხვევაში მეორე მატჩი ინიშნება.