ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძემ Empoli Channel-თან კომენტარი საბა გოგლიჩიძის შესახებ კომენტარი გააკეთა. სწორედ მისი დამსახურებით აღმოჩნდა 19 წლის ქართველი ტოსკანურ კლუბში.
„მისით რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული, არა მხოლოდ იტალიური, ასევე პრემიერლიგიდანაც. ჩემი აზრით, ის ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია და მიხარია, რომ „ემპოლიში“ გადავიდა. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება“, - თქვა მჭედლიძემ.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ „ემპოლისთან“ 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „მონცასთან“ სერია A-ს 21-ე ტურის მატჩში სათადარიგო სკამზე იყო.