სენეგალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალიუ სისე საავადმყოფოში წუხელ, 19 იანვარს მოათავსეს, მას შემდეგ რაც მისმა გუნდმა კამერუნთან აფრიკის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში (3:1) მოიგო. ამის შესახებ Canal+ Afrique იუწყება.
წყაროს თქმით, 47 წლის სპეციალისტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გუშინ, დაახლოებით საღამოს 22 საათზე შეიყვანეს, მას შემდეგ რაც ნამატჩევს თავი ცუდად იგრძნო. ამჟამად სისე ისევ ჰოსპიტალიზებულია შემდგომი გამოკვლევისთვის.
შეგახსენებთ, რომ სისე სენეგალის ეროვნულ გუნდს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. 2021 წელს მისი თავკაცობით სენეგალელებმა აფრიკის ერთა თასი მოიგეს, 2019 წელს კი ტურნირის ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.
სენეგალი ამჟამად პირველ ადგილს იკავებს აფრიკის ერთა თასის C ჯგუფში, ორი მატჩის შემდეგ მაქსიმალური ექვსი ქულით.