ფეხბურთი

17:36 | 17.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინი "ლოს ანჯელესში" იმუშავებს

ჯორჯო კიელინი, რომელმაც დეკემბერში საფეხბურთო კარიერა დაასრულა, „ლოს ანჯელესში“ ახალი თანამდებობა მიიღო.

ლეგენდარული მცველი ამერიკულ კლუბში ფეხბურთელების განვითარების მწვრთნელად იმუშავებს. სხვა კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება. აქამდე ვარაუდობდნენ, რომ კიელინი „იუვენტუსში“ დაბრუნდებოდა და კლუბის ხელმძღვანელობაში დასაქმდებოდა, თუმცა ჯერჯერობით, ის ამერიკაში დარჩა და ეს ვარიანტი ამ ეტაპზე გამოირიცხა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ კარიერის განმავლობაში „ლივორნოში“, „ფიორენტინაში“, „იუვენტუსსა“ და „ლოს ანჯელესში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112425