საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა.
დეიან სტანოევიჩის გუნდი მე-9 პოზიციისთვის ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრებთან უშანსოდ, 6:12 დამარცხდა. ოთხიდან სამი პერიოდი ფრანგებმა მოიგეს, ერთიც ფრედ დასრულდა. შესაბამისად, მათი უპირატესობა არანაირ ეჭვს არ იწვევდა და გამარჯვებულის ვინაობა წამითაც კი ეჭვქვეშ არ დამდგარა.
საქართველოს ნაკრებში 2-2 გოლი ბესარიონ ახვლედიანმა და არტიომ ძიხჩიარენკამ გაიტანეს, ხოლო თითოჯერ თავი გიორგი მაგრაქველიძემ და დუშან ვაშიჩმა გამოიჩინეს.
ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ხუთი მატჩი წააგო იტალიასთან (5:22), უნგრეთთან (11:15), საბერძნეთთან (9:18), რუმინეთთან (11:18) და საფრანგეთთან (6:12), ხოლო გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოიპოვა გერმანიის წინააღმდეგ (15:10). მეათე ადგილით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო.
საფრანგეთი - საქართველო 12:6 (2:1, 3:1, 3:3, 4:1)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არა მარტო ჭრიკიშვილის მარცხი, დროა უკვე სხვებმაც დაიწყონ სტაბილური შედეგების დადება. უზნაძის საკრიტიკოთ ენა ვის უნდა მოუბრუნდეს, მაგრამ ალბათ მეტი შეუძლიათ ჩვენს ძიუდოისტებს.
მთლად კმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ გვაქვს და იმედია ბაქოსთვის უკეთ მოემზადებიან.