ფეხბურთი

23:12 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სულშერმა შვედეთის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა შვედეთის ნაკრების ხელმძღვანელობაზე უარი თქვა - გვამცნობს Expressen.

სკანდინავიური ნაკრების წარმომადგენლებმა წინადადებით მიმართეს სულშერს, თუმცა მან შვედებთან მუშაობა არ ისურვა. შეგახსენებთ, რომ 50 წლის სპეციალისტი ეროვნებით ნორვეგიელია.

სულშერი ამჟამად უმუშევარია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა, ნორვეგიელი სპეციალისტი კარიერის მანძილზე „მიოლდეს“ და „კარდიფ სიტის“ წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრებმა მომავალი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა. სკანდინავები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06364