ფეხბურთი

20:41 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერმა“ „ბაიერნს“ ოთხი ქულით გაუსწრო, მაგრამ...

გერმანული ბუნდესლიგის მე-17 ტურის შაბათის სათამაშო დღეს ექვსი შეხვედრა იმართება. ხუთი უკვე დასრულდა. ერთიც - „დარმშტადტი“- „დორტმუნდი“ - მოგვიანებით გაიმართება.

ლიდერი, ლევერკუზენის „ბაიერი“ „აუგსბურგს“ ეწვია და არგენტინელი ესეკიელ პალასიოსის მიერ 94-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 0:1 გაიმარჯვა. ახლა „ფარმაცევტებმა“ ოთხი ქულით გაუსწრეს უშუალო მდევარ „ბაიერნს,“ მაგრამ ერთი მატჩით მეტი აქვთ ნათამაშევი.

მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა მეოთხე საფეხურზე მყოფმა „ლაიფციგმა.“ მარკო როზეს შეგირდები შინ „აინტრახტთან“ დამარცხდნენ - 0:1. ერთადერთი ბურთი მე-7 წუთზე ანსგარ კნაუფმა გაიტანა.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-17 ტური. 13 იანვარი: აუგსბურგი - ლევერკუზენი 0:1, კიოლნი - ჰაიდენჰაიმი 1:1, ფრაიბურგი - უნიონ ბერლინი 0:0, მაინცი - ვოფლსბურგი 1:1, ლაიფციგი - აინტრახტი 0:1, დარმშტადტი - დორტმუნდი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060708