ფეხბურთი

19:16 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ ამხანაგურ მატჩში "ნიურნბერგს" გაუტანა (+VIDEO)

„კარლსრუემ“ ზამთრის შესვენებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „ნიურნბერგი“ 3:1 დაამარცხა, ბუდუ ზივზივაძემ კი ისევ გაიტანა.

ქართველმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა. აღსანიშნავია, რომ მან „ნიურნბერგს“ ნოემბერში მეორე ბუნდესლიგის ეგიდით ორჯერ გაუტანა. ბუდუმ გაიტანა წინა სპარინგშიც „ლუცერნის“ წინააღმდეგ, ასე რომ, კარგ ფორმაშია.

19 იანვარს, მეორე ბუნდესლიგა განახლდება და „კარლსრუე“ „ოსნაბრიუკს“ დაუპირისპირდება. ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგის ეგიდით 16 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105607