ფეხბურთი

14:28 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

Il Mattino: მაძარის უსაზღვრო იმუნიტეტი არ აქვს, გარსიას დაბრუნებაც არ არის გამორიცხული

ნეაპოლური გაზეთი Il Mattino წერს, რომ ვალტერ მაძარი შეიძლება „სალერნიტანასთან“ წარუმატებელი შედეგის შემთხვევაში აურელიო დე ლაურენტისმა გაათავისუფლოს.

გამოცემა სენსაციურ ცნობას ავრცელებს და არ გამორიცხავს რუდი გარსიას დაბრუნებასაც კი, იმის გათვალისწინებით, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელობა ახლა არავის სურს.

„მაძარი ცდება, როცა ამბობს, რომ პრეზიდენტის ნდობას გრძნობს, რადგან იმუნიტეტი განუსაზღვრელი არ არის. რუდი გარსიას დაბრუნებაც კი არ არის გამორიცხული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მომენტში ფაბიო კანავაროს გარდა ლუჩანო სპალეტის ობლების გაძღოლა არავის სურს. მას მერე, რაც კონტემ დე ლაურენტისს უარი უთხრა, მაძარი იმედოვნებს, რომ გუნდს კრიზისიდან გამოიყვანს და პოსტს შეინარჩუნებს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 28 ქულით მეცხრე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ შეხვდება, ხოლო იტალიის თასს მერვედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109563