ფეხბურთი

16:27 | 10.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: "ფეხბურთი მომენატრა და ვბრუნდები"

„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ ფეხბურთში ბრუნდება, ოღონდ ამჯერად მწვრთნელის რანგში.

„ახალი წელია და მას შემდეგ, რაც კარგად დავფიქრდი, გადავწყვიტე ფეხბურთში დაბრუნება, რადგან ძალიან მენატრება. ამჯერად არა, როგორც ფეხბურთელი, არამედ მწვრთნელი ვიქნები. უფრო მეტ დეტალებს კვირის ბოლოს გაგიზიარებთ“, - დაწერა პიკემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჟერარ პიკემ კარიერა 2022 წელს დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116082