ფეხბურთი

22:10 | 9.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ ამხანაგურ მატჩში "ლუცერნს" გაუტანა (+VIDEO)

„კარლსრუე“ ზამთრის შესვენებაზე სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი შვეიცარიულ „ლუცერნთან“ ჩაატარა, ბუდუ ზივზივაძემ კი გოლი გაიტანა.

ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და სწორედ მან გახსნა ანგარიში მერვე წუთზე. მეორე ტაიმში „ლუცერნმა“ გაათანაბრა, თუმცა გერმანელებმა ორი გოლი გაიტანეს და მოიგეს.

„კარლსრუე“ 13 იანვარს, „ნიურნბერგთან“ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო შემდეგ 19 იანვარს, მეორე ბუნდესლიგაც განახლდება და „ოსნაბრიუკს“ დაუპირისპირდება. ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგის ეგიდით 16 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102597