ფეხბურთი

21:22 | 7.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" მწვრთნელი: "მინდოდა საზონოვისთვის სათამაშო დრო მიმეცა, რადგან იმსახურებს"

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ნაპოლისთან“ მატჩის (3:0) შემდეგ პრესკონფერენციაზე საბა საზონოვის შესახებაც ისაუბრა.

ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, საბა სათამაშო დროს იმსახურებს, ამიტომაც, მას მოედანზე გასვლის საშუალება მისცა:

„საზონოვი 3-კაციან დაცვაში ცენტრში უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე მარჯვნივ. ზოგადად, სხუურსის ტრავმის შემდეგ მარჯვენა მხარეს ჩვენი სიტუაცია ოდნავ გართულდა. საბას ყოველთვის აქვს გაუმჯობესების სურვილი და მინდოდა მისთვის სათამაშო წუთები მიმეცა, რადგან იმსახურებს“, - თქვა იურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს სერია A-ს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული და ერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში. „ტორინო“ 27 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 იანვარს, სტუმრად „ჯენოას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059908