ფეხბურთი

21:09 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის თასის 1/16 ფინალში გავიდა

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში (ჩვენებურად 1/32 ფინალი) „ჩესტერფილდს“ დაუპირისპირდა, რომელიც რანგით მე-5 ლიგის გუნდია (National League, მართალია იქ ლიდერია, მაგრამ მაინც).

თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. სტუმრები 28-ე წუთზე დაწინაურდნენ ირლანდიელი ჯო კიგლის გოლით. ასეთი ანგარიში კარგა ხანს შენარჩუნდა და სენსაციის სუნი დატრიალდა, მაგრამ მასპინძლებმა 76-ე წუთზე შეძლეს გათანაბრება. გოლი დანიელი მილეტა რაიოვიჩის ანგარშზეა. გამარჯვებისა კი უოტფორდელებმა 95-ე წუთზე შეაგდეს, პრობლემებისგან ვალერიენ ისმაელის გუნდი ნიგერიელმა ტომ დელე-ბაშირუმ იხსნა. საბოლოოდ - 2:1, რომელმაც „უოტფორდი“ შემდგომ ეტაპზე გაიყვანა.

ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. 69-ე წუთზე მის მაგიერ მინდორზე მაროკოელი იმრან ლუზა გავიდა.

0.121049