სხვა

21:40 | 4.01.2024 | ნანახია 1564 - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მისთვის ზედიზედ მეექვსე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო.

დეიან სტანოევიჩის გუნდი პირველ ტურში იტალიის ნაკრებთან უშანსოდ, 5:22 დამარცხდა. აპენინელთა უპირატესობა სათამაშო კლასში ძალიან დიდი იყო და ოთხივე პერიოდი მოიგეს. ყველაფერი პირველივე მეოთხედში გაირკვა, რომელიც მეტოქემ 5:0 მოიგო და ვითარება არც შემდეგ შეცვლილა.

საქართველოს ნაკრებში 2 გოლი პიესივაჩის აქტივშია, ხოლო თითოჯერ თავი ბითაძემ, ახვლედიანმა და ვაშიჩმა გამოიჩინეს. სტანოევიჩის გუნდი მეორე ტურში 6 იანვარს, უნგრეთის ნაკრებს გაეჯიბრება.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის B ჯგუფშია. პირველი დივიზიონის ორივე ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები მეოთხედფინალში გავა, დანარჩენი 4 გუნდი კი პლეი-ოფში გადაინაცვლებს, სადაც მეორე დივიზიონის ორი ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნებთან იბრძოლებენ მეოთხედფინალის საგზურისთვის.

საქართველო - იტალია 5:22 (0:5, 2:6, 0:6, 3:5)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:47 | 13.02.2015
fc.chikhura (534)

ახლა გახდა ესეც პროფესორი და მარტო ამან იცის საქმის კეთება.ფედერაციიდან უნდა გაყარო ის მეჯოგეები პირველ რიგში.გინესის რეკორდი დაამყარეს პრეზიდენტათ არჩეული კაცს მოახსნევინეს თავი.კიდევ გამოდიან და აქებენ ამ ფედერაციას ვინც აქებს ყველანი ერთი დიდი საღორედან გამოსულები ხართ

20:17 | 13.02.2015
alejandro (44439)

ჩვეული ქართული ხასიათის გამოვლინება: აღარ არის მინისტრის მოადგილე და დაიწყო ყოფილი შეფის ლანძღვა!...
არ ცხვენია მაინც? დავით ყიფიანის შვილზე ამას რა ნამუსით ამბობს?
თავად ლევანიც არ არის ის კაცი,საკუთარი თავი ფეხბურთზე ან რამეზე წინ დააყენოს!
რომ არ ვიცოდე ვინ არის,ამ სიტყვებს არ ვიტყოდი...

19:16 | 13.02.2015
araza-1918 (6330)

უნიათო მინისტრი

0.070215
1564