ფეხბურთი

2:53 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" მორატას ჰეთ-თრიქი არ ეყო: "ჟირონამ" მაინც მოიგო (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში „ჟირონამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

კატალონიელები მეორე წუთზე ვალერი ფერნანდესის გოლით დაწინაურდნენ, რასაც ალვარო მორატამ მალევე უპასუხა. პირველ ნახევარში სავინიოსა და დელეი ბლინდის გოლებით „ჟირონამ“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მორატამ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხა.

თუმცა, დიეგო სიმეონეს გუნდი მაინც უქულოდ დარჩა, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ივან მარტინის გოლით მასპინძლებმა მოიგეს.

„ჟირონა“ პირველი წრის დასრულების შემდეგ 48 ქულით მადრიდის „რეალთან“ ერთად ლიდერია, ხოლო „ატლეტიკოს“ 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122995