ფეხბურთი

18:43 | 2.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი "ბირმინგემიდან" დაითხოვეს

უეინ რუნი „ბირმინგემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ინგლისელის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა.

რუნიმ „ბირმინგემი“ ოქტომბერში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი 14 პოზიციით დაქვეითდა სატურნირო ცხრილში - 15 მატჩი, 2 მოგება, 4 ფრე, 9 წაგება.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნის მანამდე „დერბი ქაუნთისა“ და „დი სი იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად აქვს ნამუშევარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115156