ფეხბურთი

23:45 | 22.12.2023 | ნანახია 438 - ჯერ

ბოსმანი: "სუპერლიგა არის ბიზნესი, რათა დიდი კლუბები კიდევ უფრო გამდიდრდნენ"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟან-მარკ ბოსმანმა, რომელიც ცნობილია ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებით, სუპერლიგაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ბელგიელმა აღნიშნა, ეს არის ბიზნესი, რათა დიდი კლუბები კიდევ უფრო გამდიდრდნენ:

„სუპერლიგა მხოლოდ ბიზნესია, რომელიც კიდევ უფრო მეტის ფულის გამომუშავებაზე ფიქრობს. დიდ კლუბებს სურთ გახდნენ უფრო დიდები და ყოვლისშემძლენი, გაანადგურონ პატარა კლუბები და ეს ყველაფერი იმ ფეხბურთელების საზიანოდ, რომლებიც რობოტები არ არიან. სუპერლიგის წევრებმაც არ უნდა მიიჩნიონ თავი კანონებზე მაღლა, ამ პროექტის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ უეფას და ფიფას მიახვედრებს, რომ მათ არ შეუძლია ფეხბურთში მონოპოლია“, - თქვა ბოსმანმა.

შეგახსენებთ, რომ ჟან-მარკ ბოსმანის წყალობით, დღეს ფეხბურთელებს კლუბებისგან თავის დაღწევა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლიათ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:13 | 23.12.2023
ოქრი10 (5)

უეფამ ცვლილებები დაანონსა 2 წლის წინ და ისეთი რამე მოიფიქრა,მეტი უაზრობა არც გაგონილა. თამაშების გაზრდით ცდილობს შემოსავლების გაზრდას. იყო მეცხრამეტე საუკუნეში ასეთი პოლიტიკოსი ბენჟამინ დიზრაელი,რომლის დროს ბრიტანეთს ორ ერად გაყოფა ემუქრებოდა,მდიდრებად და ღარიბებად. გამოვიდა ეს ჯიგარი და ცვლილებები დაანონსა,იმიტო კი არა რო ღარიბების ინტერესები დაეცვა,მართველი კლასის და ბობოლების დასაცავად გააკეთა ეს ამბავი. გავიდა დრო და მდიდრები უფრო მდიდრდებოდნენ,ხოლო ღარიბები ისევ ღარიბები იყვნენ. ეგრეა უეფას ამბავი,ნებისმიერი ცვლილება ეხმარებათ მდიდრებს უფრო გამდიდრებაში,ხოლო სულ არ ადარდებთ პატარა კლუბები. როდის ყოფილა რო ღარიბის ინტერესების დამცველის ხმა ისმოდეს ასე მასიურად და ამაზე ამხელა ფული იხარჯებოდეს,რა გამოდის,ღარიბების ინტერესების დამცველები ტონა ფულს ხარჯავენ? და ნაღდად ღრიბები არიან? ასეა ეს ამბავი,იმიტომ მოყვა ეს ამბავი სუპერლიგას,რომ ათიანში მოარტყეს და ამიტომაც ატყდა აურზაური. სწორედაც,რომ გამოსავალი არის სუპერლიგა და არა უეფას კორუმირებული ტურნირები. ჯერ მარტო,ფეხბურთის მასიურობაზე საუბრობენ და თუ ფული არ გადაიხადე თამაშს ვერ ნახავ სტადიონზე,ვერც ტელევიზიით და ეს უფულო ხალხისთვის კეთდება? აგერ,ინგლისური კლასიკა იყო და ტელევიზიით არ გავიდა,რაგდან მომსახურე კომპანიას გაყიდვების ზრდა სურდა,ესეც ღარიბებისთვის კეთდება? ღარიბები ჯერ მიტომ არიან ცუდ დღეში რო ღარიბები არიან,მერე კიდევ იმიტო,მათივე გამოყენებით უსპობენ კარგი ცხოვრების შანსს. გამოხვალ და შეუტევ მდიდარს,რეალურ რაღაცაზე ილაპარაკებ და იცით ვინ ჩაგქოლავთ,ისევ ღარიბი გამოვა და გაგიტეხავს თავს. რა დათას და მოსე არ გაუტეხეს თავები სეთური მონებმა,რა გგონიათ რო ეს ჰაერიდან მოტანილია და ექშენისთვის სჭირდებოდა ავტორს?

08:59 | 23.12.2023
ოქრი10 (5)

გუშინ ინფანტინო გვერდს უმშვენებდა ქალების გაშოლტვაში დადანაშაულებულ შეიხს და ეს პირველი შემთხვევა ხო არ არის? ევროპის ჩემპიონი კლუბის და კომებოლის ჩემპიონს შორის შეხვედრას ევროპელი მსაჯი სჯიდა,რაც დანაშაულია. სიტი წარმოადგენდა უეფას,მარსინიაკიც უეფას წარმოადგენს და ისინი ევროპელები არიან,ამიტომ ევროპელი მსაჯის დანიშვნმა არ შეიძლებოდა,არც კომებოლის წარმოამდგენლის. ყველაფერთან ერთად,მარსინიაკმა პსჟ ნიუკასლის შეხვედრაში ისეთი შეცდომა დაუშვა,ამისათვის სამსაჯო ლიცენზია უნდა დაეტოვებინა,თუმცა ფინალზე ამსაჯეს. ასეთი კიდევ რამდენი შემთხვევა არის ვინ მოსთვლის. გამდიან ეს ტვინ გაყინული ხალხი და ამართლებენ უეფას,აძაგებენ სუპერლიგას,მაშინ როცა არც დაწყებულა ტურნირი ჯერ და არავინ იცის,რა იქნება და როგორ. ამ სამყაროს უბედურება ეს არის,გაუნათლებლობა,უწიგნურობა და ელემენტარული აზროვნების ნაკლებობა. ამ ეპოქაში,ლებრონ ჯეიმს შეუძლია გამოვიდეს და თქვას,დედამიწა ბრტყელიაო და მისი გამომწერებიც ამას გაიმეორებენ,რა ეგრე არ არის? ამ სამყაროში,ადამიანებს აღარ აქვთ მოვალეობა ქონდეთ საკუტარი აზრი და საფეხბურთო სამყარო განსხვავებული რატომ იქნება.რა ჩვენთან ეგრე არ აარჩევინეს სალომე ხალხს,სპორტსმენები გამოიყვანეს და მსახიობები,აყვირეს 48 და პრეზიდენტი გახდა,ასე არჩეულ პრეზიდენტს აქვს იმის ამბიცია რო პოლიტიკაში დარჩება და რამე მხარდაჭერა აქვს,რაც რეალობას მოწყვეტილია,თუმცა გამორიცხული არ არის. სალომე სამადაშვილმა თქვა,ჩვენს მხარდამჭერეს "პოლის ჯოხი" რო დავუყენოთ კანდიდატათ,იმას აირჩევენო. ეს არის ზუსტად გამოლენჩება. პერესი იმის ჩიტი არ არის რო ტყუილად დაიწყოს პროცესი და ბოლომდე ვერ მიიყვანოს,შესწიროს თავისი ავტორიტეტი და ასევე,კლუბის სახელი. 18 თვეში დაიწყება ეს ტურნირი,ჯერ ორი კლუბია იქ,თუმცა 64 იქნება მაგ დროისთვის.პატარა კლუბებზე ნერვიულობა ცალკე ტრენდია დღეს,ვინმე რეალურად ნერვიულობს ამაზე? ან რატომ არის ვალდებული დიდი კლუბი,რომ გაითვალისწინოს პატარა გუნდების ინტერესები? ზოგიერთი კლუბი არის ისეთი,რომ თამაში არ მოუგია,ფეხბურთელი არ აღუზრდია და საერთოდ არაფერი გაუკეთებია,თუმცა დაფინანსებას იღებს,რისთვის? მაგალითისთვის,საქართველოში არის კლუბი გურიაში,რომლის მფლობელმა მწვრთნელი გაუშვა იმის გამო რო დაწინაურების ამბიცია ქონდა. გადაამოწმეთ ინფორმაცია ლანჩხუთის გურიის შემთხვევაში და ნახავთ,ტყუილს ვამბობ თუ მართალს. ეს გუნდი ფინანსდება,რაღაცაც ყომარობს და ასე შოულობს ფულს. არ მითხრათ,რომ ეს ფეხბურთის განვითარებას ეხმარება. და კიდევ,უეფას ამ დაფინასების წყალობით,რომელიმე პატარა კლუბს აქვს იმის შანსი,რომ 20 წელში იყოს საფეხბურთო გრანდი და შედიოდეს ტოპ 10 გუნდში. ბენფიკები და აიაქსები არ დაასახელოთ,ეს ორი პატარა გუნდები არ არიან,ტონა ფულს შოულობენ ტრანსფერებით. მაგალითისთვის,დუნდელანჟს შეუძლია გახდეს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი 20 წელში და მოიგოს ეს ტიტული? თუ შეიხმა არ იყიდა ან ვინმე ოლიგარქმა,შანში ექნება? მეტი არ იქნას,ამ გუნდმა ეს მოახერხოს და კიდევ ბევრმა სხვამ. დღევანდელი სისტემით იყო,როცა მალაგას მფლობელი გაიქცა ესპანეთიდან,რადგან რეალის და ბარსას კონკურენციას ვერ გაუძლო.

08:38 | 23.12.2023
ოქრი10 (5)

ფეხბურთი დიდი ხანია გახდა ბიზნესი და ეს ფიფა/უეფას საფარ ქვეშ მოხდა,რადგან პოპულარიზაციამ და ცივილიზაციამ მოიტანა ეს ამბავი. სასამართლომ დადგინა,რომ უეფა არის კომპანია,რომელიც მომსახურებას ეწევა მოგების მიღების მიზნით,ბოსმანი ბიძია,ეს ბიზნესი არ არის? ნებისმიერი საქმიანობა,რომელსაც ეწევიან ფიზიკური ან იურიდიული პირები და ამაში შემოსავალს ნახულობენ არის ბიზნესი. დღეს არის ეპოქა,როცა ყველა გამყიდველია და ყველა მყიდველია,მარკეტში მუშაობ კონსულტანტათ? თქვენ ხართ ბიზნესში ჩართული პირი,რადგან თქვენ უნარებს ყიდით შემოსავლის მიღების მიზნით. ძალიან მარტივი ამბავია. თუ დავუშვებთ,რომ ფეხბურთი ბიზნესია და მასში მონაწილე ყველა კლუბი ბიზნესს სუბიექტი,მაშინ მარტივია იმის გაგება,რომ ბიზნესი მომართულია ბევრი შემოსავლის მიღებაზე და ამისათვის ყველაფერს აკეთებს.ამიტომაც კლუბების მხრიდან სურვილი,მიიღონ მეტი ფული,ცუდი არ არის,პირიქით,ასე უნდა აკეთო ბიზნესი. უფასოდ მოსთხოვო რაღაცის გაკეთება ე.ი. შენ ხარ კომუნისტი. ეგრე აკეთებდნენ ისინი,უფასოდ აკეთებინებდნენ საქმე და თვითონ მდიდრდებოდნენ. ნახეთ გარბაჩოვის ან ედიკას ფინანსები,ბევრი სხვის კიდევ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0648
სარეკლამო ადგილი - 99
X x X