ფეხბურთი

20:44 | 16.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბუნდესლიგის მატჩში „აუგსბურგი“ ვერ დაამარცხა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის მატჩი „აუგსბურგსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის - 1:1 დასრულდა.

მასპინძლები 23-ე წუთზე დაწინაურდნენ - გოლი ფორვარდმა ერმედინ დემიროვიჩმა გაიტანა. 13 წუთის შემდეგ „დორტმუნდმა“ დონიელ მალენის ძალისხმევით გაათანაბრა ანგარიში. მეორე ტაიმში გუნდებს გოლი არ გაუტანიათ, თუმცა ორივე კართან უამრავი სახიფათო მომენტი შეიქმნა.

დღევანდელი მატჩის შემდეგ დორტმუნდის „ბორუსიამ“ 15 მატჩში 26 ქულა მოაგროვა და გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ანალოგიური რაოდენობის შეხვედრების შემდეგ „აუგსბურგი“ 17 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-15 ტური. 16 დეკემბერი: აუგსბურგი - დორტმუნდი 1:1, ბოხუმი - უნიონ ბერლინი 3:0, დარმშტადტი - ვოლფსბურგი 0:1, მაინცი - ჰაიდენჰაიმი 0:1, ლაიფციგი - ჰოფენჰაიმი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1132