ძიუდო

21:36 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გუნდები უმედლოდ დარჩნენ
ბექაურის და გრიგალაშვილის პსჟ-მ ბრინჯაო მოიპოვა

ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე ქართულმა კლუბებმა წარუმატებლად იასპარეზეს. „გოლდენ გორი“ და შარშანდელი ჩემპიონი „მებრძოლი“ პირველივე წრეში დამარცხდნენ, შესაბამისად, „ბეოგრადთან“ (2:3) და „არისთან“ (1:3).

„მებრძოლი“ რეპეშაჟში „სტაბიასთანაც“ დამარცხდა (1:3), შედეგად უმედლოდ დარჩა, ხოლო „გოლდენ გორმა“ ჯერ „პარტიზანს“ მოუგო 3:0 და მერე ფრანგულ „სატრუვილს“ ამავე ანგარიშით და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ქართულ გუნდს „პარი სენ-ჟერმენთან“ დაპირისპირება მოუწია და ფრანგულმა კლუბმა 3:2 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ პარიზელთა რიგებში ლაშა ბექაურმა გიორგი დვალაშვილი დაამარცხა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა ვლადიმერ ახალკაცი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102352