ფეხბურთი

21:15 | 5.12.2023 | ნანახია 913 - ჯერ

საქართვლოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში ასპარეზობა დაასრულა.

C დივიზიონის მეორე ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერთან, თურქეთის ნაკრებთან ქალაქ მერსინში 2:0 დათმო.

ირის ანტმანის გუნდს თურქეთში ტრავმისა და დისკვალიფიკაციების გამო ხატია ჭყონია, ნინო პასიკაშვილი და სალომე გასვიანი ვერ ეხმარებოდნენ. ანა ჩემინავა და ლელა ჭიჭინაძე კი, საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგის წინააღმდეგ მოგებული მატჩის წინ გამოაკლდნენ.

6 შეხვერაში მოპოვებული 18 ქულით ჯგუფის გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გახდა. საქართველოს, ლიეტუვის და ლუქსემბურგის ნაკრებმა კი 5 ქულით დაასრულეს ასპარეზობა.

NAKREBI.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063847
913