ფეხბურთი

21:27 | 4.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის თასის მატჩში შესაძლოა მამარდაშვილმა არ ითამაშოს

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი სავარაუდოდ, ესპანეთის სამეფო თასის მეორე ეტაპზე, „აროსას“ წინააღმდეგ არ ითამაშებს.

„ღამურების“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ როგორც თქვა, ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას, ითამაშებს თუ არა, ხაუმე დომენეკი, რომელმაც თასის პირველ წრეში დაიცვა ვალენსიელთა კარი.

იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე სუსტია და თასზე ხაუმე თამაშობს მიმდინარე სეზონში, სავარაუდოდ, გიორგი ამ შეხვედრაში დაისვენებს.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გიორგის პოზიცია „ვალენსიაში“ შეირყევა. ლა ლიგის უახლოეს ტურში ქართველი ისევ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120305