ფეხბურთი

18:48 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოლი ზედიზედ მეორე მატჩში: ბუდუ ზივზივაძემ "ჰანზასთან" "კარლსრუეს" ქულა მოუტანა (+VIDEO)

გერმანიის II ბუნდესლიგის მე-15 ტურში „კარლსრუემ“ როსტოკის „ჰანზასთან“ შინ ქულა მოიპოვა, რაც ბუდუ ზივზივაძის დამსახურებაა.

„კარლსრუე“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ მარცხს თავი მაინც დააღწია. ზივზივაძე მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 1:2 იყო. 81-ე წუთზე მან მცველს ბურთი კარის წინ წაართვა, თან კარშიც ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მოგეხსენებათ, ზივზივაძემ გასულ ტურში „ნიურნბერგთან“ 10 წუთში დუბლი შეასრულა. ასე რომ, ბოლო ორ ტურში მან 40 წუთში მეტოქეთა კარი სამჯერ დალაშქრა და ჩინებულ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში 29 წლის შემტევს 14 შეხვედრაში 4 გოლი აქვს აქტივში, გერმანულ კარიერაში კი სულ - 5.

„კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში 17 ქულით მე-14 პოზიციაზეა, 8 დეკემბერს კი, „ჰანოვერს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113805