გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის „ბაიერნისა“ და „უნიონ ბერლინის“ მატჩი გადაიდო.
ამის მიზეზი თოვლია, რის გამოც ბუნდესლიგის ორგანიზატორებმა მიიღეს შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება. ჯერ უცნობია, როდის ჩატარდება ეს მატჩი, შესაბამისად, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ 12 ტურის შემდეგ 32 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „უნიონი“ 7 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.