ფეხბურთი

20:33 | 1.12.2023 | ნანახია 1204 - ჯერ

პირველი მოგება ერთა ლიგაზე: საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლუქსემბურგი 0:2-დან დაამარცხა!

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ისტორიული, პირველი გამარჯვება მოიპოვა, თანაც გამარჯვებასაც ხომ გააჩნია?!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან პრაქტიკულად უიმედოდ აგებდა (0:2), მაგრამ საბოლოოდ 4:2 მოიგო.

სტუმრებმა პირველ ნახევარში უკეთ ითამაშეს და უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს „მიხეილ მესხზე“ ელექტროენერგია გამოირთო. თამაში ცხადია შეწყდა და საბოლოოდ, საათზე მეტი ხნის პაუზის მერე, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო სტადიონზე განახლდა.

ასეთმა პაუზამ და მოედნის ცვლილებამ საქართველოს ნაკრებზე როგორც ჩანს, ძალიან დადებითად იმოქმედა. თეონა ბაქრაძემ, ხატია ჭყონიამ, ნინო პასიკაშვილმა და ნინო დანელიამ ლუქსემბურგელებს მეორე ნახევარში 4 უპასუხო გოლი გაუტანეს!

საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა და ჯგუფში ბოლო ადგილიდან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გაუჩნდა. ბოლო ტურში ირის ანტმანის გუნდი 5 დეკემბერს, სტუმრად ჯგუფის ლიდერ თურქეთის ნაკრებს ესტუმრება.

საქართველო - ლუქსემბურგი 4:2 (0:2)

გოლები: 0:1 მაჩადო (19), 0:2 ტომპსონი (26), 1:2 ბაქრაძე (66), 2:2 ჭყონია (79), 3:2 პასიკაშვილი (85), 4:2 დანელია (90)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:06 | 26.06.2022
თენგაბი (950)

ყოჩაღ ბიჭები! თანდათან ვუახლოვდებით ამ სახეობის მწვერვალებს

08:57 | 26.06.2022
Z.LO (802)

არადა მონტენეგრო რომ მიგვეჯირყნა - იაპონიას შევუსრულებდით.
ახლა ხორვატის უნდა ვაყურყუმელაოთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06589
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1204