ფეხბურთი

20:05 | 1.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "გარისკვა არ გვინდა, ჩაკვეტაძე მომდევნო კვირაში დაგვიბრუნდება"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიან ისმაელმა „ჰალ სიტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზეც გააკეთა.

როგორც მან თქვა, ქართველი „ჰალთან“ ვერ ითამაშებს, მაგრამ მომდევნო კვირაში გუნდს დაუბრუნდება.

„ჯერემი ნგაკიას გარდა, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჯერ კიდევ გვაკლია, გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელსაც საზარდულის პრობლემა აქვს. არ გვინდა რაიმე სახის რისკზე წასვლა, მაგრამ ის მომდევნო კვირაში აუცილებლად დაბრუნდება“, - თქვა ისმაელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფში მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა. „ჰალის“ და „უოტფორდის“ შეხვედრა 2 დეკემბერს გაიმართება.

0.131617