ფეხბურთი

22:02 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვენტურა: "კვარაცხელიას ჩახუტება მადლიერების გამოხატვა იყო"

იტალიის ნაკრების და „ტორინოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტზე კომენტარი გააკეთა. ქართველი „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ ვალტერ მაძარის ძალიან თბილად ჩაეხუტა, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გუნდში ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას.

„ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი მადლიერება იმისთვის, რომ მაძარიმ კვარას მხრებიდან ტვირთი მოუხსნა. ჩემი აზრით, სპონტანური ჟესტი იყო“, - აღნიშნა ვენტურამ.

შეგახსენებთ, რომ მაძარის ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ პირველივე მატჩი მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110313