გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტური მიუნხენის „ბაიერნის“ თამაშით გაიხსნა, რომელმაც „კიოლნი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა.
„რეკორდმაისტერს“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან ადვილი გასეირნება არ ჰქონია, მაგრამ რაც მთავარია 3 ქულა მოიპოვა. მატჩის ბედი ისევ ჰარი კეინმა გადაწყვიტა, რომელმაც მე-20 წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.
ინგლისელი ფორვარდი 18 გოლით პირველ ადგილზეა ბომბარდირებში, ხოლო „ბაიერნი“ 32 ქულით გალიდერდა, თუმცა „ლევერკუზენს“ ამ ტურში ჯერ არ უთამაშია.