ფეხბურთი

22:40 | 24.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "იუვენტუსში" დაბრუნება? შესაძლებელია ეს მოხდეს"

ანტონიო კონტემ „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნება არ გამორიცხა. თუმცა, აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული და კლუბსაც უნდა ჰქონდეს მასთან მუშაობის სურვილი.

„იუვენტუსში“ დაბრუნება? ქორწინება ყოველთვის ორმხრივად ხდება. ყოველთვის შეგიძლია იოცნებო, რომ კიდევ ერთხელ დაქორწინდები, მთავარია, ორივე მხარე თანახმა იყოს და ერთმანეთს ეთანხმებოდნენ. თუ რაღაც კარგი მოხდება, მზად ვარ მუშაობას დავუბრუნდე“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „იუვენტუსში“ 2011-2014 წლებში მუშაობდა. იტალიური მედია კარგა ხანია წერს, რომ მან „ნაპოლის“ უარი სწორედ ტურინულ გრანდში ზაფხულში დაბრუნების სურვილის გამო უთხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113564