ფეხბურთი

23:35 | 23.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნიქაბაძის ეფექტური გოლი უზბეკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უზბეკეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ნეფთჩიმ“ „კიზილკუმი“ 1:0 დაამარცხა, გიორგი ნიქაბაძემ კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა მე-16 წუთზე შესანიშნავად ითამაშა და ულამაზესი გოლი გაიტანა, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ნიქაბაძეს უზბეკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

ნიქაბაძემ 89-ე წუთამდე ითამაშა და მის ნაცვლად მოედანზე ბაჩანა არაბული გამოჩნდა. „კიზილკუმში“ შეუცვლელად იყო მინდორზე აკაკი შულაია, ხოლო გიორგი კუხიანიძე თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.

„ნეფთჩი“ 44 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „კიზილკუმი“ 22 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073501