კალათბურთი

21:51 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-მ ფიბა ევროპის თასზე ბოლო შეხვედრაც წააგო

თსუ-მ ფიბა ევროპის თასზე გამოსვლა დაასრულა. ქართულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ვარეზეს“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 81:94 დამარცხდა.

იტალიელები მეორე პერიოდიდან დაეუფლნენ უპირატესობას, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ და საკმაოდ იოლად მოიგეს. თსუ-მ პირველი პერიოდი არ წააგო, ბოლო პერიოდში კი მეტოქეს 5 ქულით აჯობა, მაგრამ მეორე და მესამე პერიოდები ძალიან ჩააგდო, რაც გადამწყვეტი გამოდგა.

თსუ-ს რიგებში საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 20 ქულა, 3 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, ხოლო კახა ჯინჭარაძემ გუნდს 18 ქულა და 6 მოხსნა შესძინა.

თსუ-მ 1 მოგებით და 5 წაგებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა მეორე ტურში შინ კვიპროსული „კერავნოსი“ დაამარცხა, დანარჩენი მატჩები კი წააგო.

თსუ - „ვარეზე“ 81:94 (16:16, 21:32, 14:21, 30:25)

სტატისტიკა სრულად...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117322