კალათბურთი

10:59 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ ძირითად ხუთეულში ითამაშა, "ორლანდომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა „ორლანდო მეჯიქმა“. გოგა ბითაძის გუნდი „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს საკმაოდ სოლიდური სხვაობით - 126:107 აჯობა.

ქართველმა ცენტრმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 30:58 წუთი გაატარამ რა დროშიც საკუთარ გუნდს: 5 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და 5 დაფარება შესძინა.

გოგამ 6-დან 2 სროლა გამოიყენა, საიდანაც 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია. მან 1 პერსონალური ფოლი მიიღო, +- მაჩენებელი კი +9 ჰქონდა.

ყველაზე შედეგიანი „ორლანდოს“ ფორვარდი პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, ხოლო „ტორონტოდან“ 24 ქულით და თითო მოხსნა-პასით დენის შროდერი გამოირჩა.

„ორლანდო მეჯიქს“ 9 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და აღნოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 23 ნოემბერს, „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113734