ფეხბურთი

14:15 | 19.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კუალიარელამ კარიერა დაასრულა

ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კუალიარელამ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან Sky Sport-ის ეთერში განაცხადა.

„იძულებული ვარ კარიერა დავასრულო. თავისუფალი აგენტი ვარ, მაგრამ მიუღებელ ფიზიკურ კონდიციაში ვიმყოფები საიმისოდ, რომ მოედანზე გასვლა ისევ შევძლო“, - თქვა ფაბიომ, რომელიც 40 წლისაა და გასული სეზონის დასრულების შემდეგ უგუნდოდ იყო.

ფაბიო კუალიარეალმ „ტორინოში“, „ფიორენტინაში“, „კიეტიში“, „ასკოლიში“, „სამპდორიაში“, „უდინეზეში“, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსში“ ითამაშა. კარიერის გამორჩეული წლები მაინც „სამპდორიაში“ გაატარა (2006-2007 და 2016-2023). მან სერია A-ში 556 მატჩი ჩაატარა და 182 გოლი გაიტანა, 2018-2019 წლების სეზონში კი 26 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

იტალიის ნაკრებში კუალიარეალმ 28-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059236