ფეხბურთი

16:12 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ მაცარი გაწვრთნის

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი გახდება - წერს get football news italy.

დღემდე რუდი გარსიას შემცვლელად ხორვატი იგორ ტუდორი მოიაზრებოდა, მაგრამ ტუდორმა სეზონის ბოლომდე გუნდის გაწვრთნაზე უარი თქვა. დღეს, 14 ნოემბერს, ერთმანეს კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენისი და ვალტერ მაცარი შეხვდნენ, რომელმაც ახლახან ეგვიპტური კლუბის წინადადება უარყო. მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

62 წლის მაცარის, რომელსაც „ნაპოლიში“ 2009-13 წლებში უკვე უმუშავია, შვიდთვიან კონტრაქრტს გაუფორმებენ, რომელიც გახანგრძლივებას არ ექვემდებარება. ამ დროის განმავლობაში ვალტერი გასამრჯელოდ 1 მილიონ ევროს მიიღებს.

წყაროს ცნობით, მაცარი "ნაპოლიში" პირველ ვარჯიშს ხვალ 15 ნოემბერს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.055956