სომხეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ალაშკერტმა“ სტუმრად ერევნის „არარატი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი ლევან კუტალიას ანგარიშზეა.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის ბედი 44-ე წუთზე ზუსტი პენალტით გადაწყვიტა. კუტალია 12 გოლით სომხეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
„ალაშკერტს“ 17 ტურში 29 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 ნოემბერს, შინ „არარატ-არმენიას“ შეხვდება.